დავით ტყეშელაშვილი: გომბორის გზის შეკეთება 2010 წლის სექტემბრისთვის დასრულდება

საქართველო, თბილისი - 2009-09-25 01:08:00


მისი თქმით, გომბორის გზაზე უკვე დასრულებულია 10 კილომეტრის მშენებლობა.

ამასთან, 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი გუშინ დასრულდა და 10 ოქტომბრისთვის რეალური სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი. დარჩენილ 37 კილომეტრიან მონაკვეთზე კი, როგორც ტყეშელაშვილმა განაცხადა, სატენდერო პროცედურები წლის ბოლომდე ჩატარდება. `საბოლოოდ, 2010 წლის სექტემბრისთვის, ეს გზა მთლიანად შეკეთებული იქნება," - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა