წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე, მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ - რობინ დანიგანი

საქართველო, თბილისი - 2024-03-26 14:10:00

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს შეხვდება, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს.

აღნიშნულის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, – აცხადებს რობინ დანიგანი.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.