დავოსში ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2024-01-17 19:14:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა  დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

"მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები, მათ შორის  ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს,  ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის,  განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა  რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.