პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2024-01-17 10:48:00

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. იუწყება Reuters

მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ირანის სამიზნეებს დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ადლის“ მებრძოლების ორი ბაზა წარმოადგენდა.

ისლამაბადმა ირანი გააფრთხილა, რომ ინციდენტს სერიზოული შედეგები მოჰყვება.

„შედეგებზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ირანს ეკისრება“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.