ომი "ჰამასის" წინააღმდეგ მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება - ნეთანიაჰუ

საქართველო, თბილისი - 2023-12-31 11:07:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ომი "ჰამასის" წინააღმდეგ უმაღლეს ნიშნულზეა და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება". იუწყება ტელეკომპანია სი-ენ-ენი ისრაელის არმიის რადიოზე დაყრდნობით.

"გამარჯვების მიღწევას მეტი დრო სჭირდება. ომი კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება. ჩემი პოლიტიკა ნათელია - გავაგრძელო ბრძოლა ომის ყველა მიზნის მიღწევამდე", - ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.

თელ-ავივში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ისრაელის სამხედროები „იბრძვიან ძალით და ახალი სისტემებით მიწის ზემოთ და ქვემოთ“.

”ჩვენ გვაქვს უპირატესობა, ჩვენ მოვკალით 8000-ზე მეტი ტერორისტი”, - თქვა მან, არმიის რადიოს ცნობით.

7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელს. საპასუხოდ, IDF-მა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ.