ქალაქ ღაზის დასავლეთ ნაწილი სრულად დავიკავეთ და სახმელეთო ოპერაციის შემდეგი ფაზა დავიწყეთ - იოავ გალანტი

საქართველო, თბილისი - 2023-11-16 22:02:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადადის.

„ოპერაცია გრძელდება და ის ტარდება ზუსტად, შერჩევით, მაგრამ მიზანმიმართულად“, - განაცხადა გალანტმა 36-ე დივიზიის სამეთაურო ცენტრში ვიზიტისას.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა  ქალაქ ღაზის დასავლეთი ნაწილი სრულად დაიკავა აღება და გაწმინდა ტერიტორია „ჰამასის“ მებრძოლებისა და ობიექტებისგან.

„შემდეგი ეტაპი დაიწყო“, - თქვა გალანტმა.