ბიბლია ამბობს: არის დრო მშვიდობისა და დრო ომისა, ახლა არის დრო ომისა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

საქართველო, თბილისი - 2023-10-30 22:32:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლს არ შეწყვეტს. „ახლა  არის დრო ომისა“, - თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

„როგორც აშშ არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას პერლ ჰარბორის დაბომბვის ან 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ისე ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას „ჰამასთან“ 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

„მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისადმი, დანებდეს „ჰამასს“, დანებდეს ტერორიზმს. ბიბლია ამბობს: „არის დრო მშვიდობისა და დრო ომისა, ახლა არის დრო ომისა. ომი ჩვენი საერთო მომავლისთვისაა. დღეს ჩვენ ვავლებთ ზღვარს ცივილიზაციისა და ბარბაროსობის ძალებს შორის“.- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.