ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის, ჩრდილოეთით „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2023-10-29 19:47:00

ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ღაზის სექტორის, ჩრდილოეთით ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებთან  შეტაკებები მიმდინარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალებიTelegram-რხზე იუწყებიან, რომ აგრძელებენ "სახმელეთო ოპერაციებს ღაზას სექტორის ჩრდილოეთში". მათივე ცნობით, ღაზას სექტორში მოხდა შეტაკებები „ჰამასის“ მებრძოლებთან, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ისრაელელ სამხედროებს.

მანამდე „ჰამასის“ სამხედრო ფრთის „ალ-ქასამის ბრიგადების“ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა შეტყობინება ისრაელის ჯარებთან შეტაკების შესახებ ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ლაჰიას რაიონში. მათი ინფორმაციით, იქ მათ ჩასაფრება მოუწყვეს.