ღაზას სექტორთან, მუსიკალურ ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა

საქართველო, თბილისი - 2023-10-19 18:49:00

ღაზას სექტორის საზღვართან მუსიკალურ ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა.

კადრებში ჩანს, 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს "ჰამასის" შეიარაღებული მებრძოლები ნოვას მუსიკალურ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ცეცხლსასროლი იარაღიდან  როგორ ესვრიან.

მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის შედეგად 260 ადამიანი დაიღუპა.