ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს წყალმომარაგება აღუდგინა

საქართველო, თბილისი - 2023-10-15 20:09:00

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს წყალმომარაგება აღუდგინა.

აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის მთავრობაში გამოცემა The Times of Israel-საც დაუდასტურეს.

ისრაელმა, ამგვარად, ღაზას სექტორის ბლოკადა შეარბილა, რომელიც  8 ოქტომბრიდან  მოქმედებდა.

ამასთან, BBC-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის ამზადებენ.