"წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება", _ აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ამავე სხდომაზე განიხილეს იმ პირთა საკითხი, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან. წმინდა სინოდის გადაყწვეტილებით, ისინი აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.