ჩვენ მზად ვართ - ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორთან ფრონტის ხაზზე განლაგებულ სამხედროებთან იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 2023-10-14 21:27:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განლაგებულ სამხედროებთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

„ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორთან მყოფ სამხედროებს მიმართა: „მზად ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება”.

ნეთანიაჰუ ასევე იმყოფებოდა კიბუცებში - ბეერსა და კფარ-აზაში, რომლებიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.