ღაზას სექტორთან „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელების რამდენიმე ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2023-10-14 21:13:00

ღაზას სექტორთან ნაპოვნია „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელების რამდენიმე ცხედარი.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა პეტერ ლერნერმა განაცხადა. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ მებრძოლებს 120-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ გატაცებული.

.