ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ. მათ ქნესეთის სპიკერი ამირ ოჰანა დახვდა.
„ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ, „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, – წერს ურსულა ფონდერ ლაიენი „ტვიტერში“.
ამასთან, რობერტა მეცოლა წერს, რომ ტერორი ვერ გაიმარჯვებს და უნდა შეაჩერონ „ჰამასი“.
„ტერორი ვერ გაიმარჯვებს. მნიშვნელობა აქვს, როგორ ვპასუხობთ. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ „ჰამასი“ და გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამცირებლად“, – წერს რობერტა მეცოლა.
Back in Israel.
— Roberta Metsola (@EP_President) October 13, 2023
We are here with a message of solidarity after the worst terror attack #Israel has endured in generations.
Terror will not prevail. How we respond matters.
We can - we must - stop Hamas. And do what we can to mitigate humanitarian consequences.@vonderleyen pic.twitter.com/VxMgnwi0eU