ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 008-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 2023-10-10 17:48:00

აშშ-ში ისრაეილის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 008-ს მიაღწია, დაშავებულია 3 1418 ადამიანი.

ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.