ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა, დაშავებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2023-10-08 17:20:00

ოფიციალური მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის  შემდეგ ისრაელში მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ საავადმყოფოებში 2 048-ს მიაღწია, მათ შორის ოცი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 330 მძიმედ არის დაჭრილი.

ისრაელელი სამხედროები ამ დრომდე აგრძელებენ ბრძოლას ღაზას სექტორის მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში. ზოგირეთ დასახლებაში ისრაელმა კონტროლი უკევ აღადგინა.