ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 2023-10-08 17:04:00

ისრაელის უსაფრთხოების  კაბინეტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მთავრობას უფლება მისცა ჩაატაროს მასშტაბური სამხედრო ოპერაციები. გადაწყვეტილება ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად იქნა მიღებული.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ძლევამოსილ შურისძიებას“ მიმართავს იმ მასშტაბური თავდასხმის გამო, რომელიც მოძრაობა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს დაიწყო.