სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის - ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველო, თბილისი - 2023-09-03 11:08:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია"  მზად არის  მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.