შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის გამო მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მარკეტა გრეგოროვა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ ევროპულია.
„შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის გამო მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს. ის მტკიცედ პროევროპულია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი თუ სურს, უნდა მოსწონდეს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მათი შედეგის“, – წერს მარკეტა გრეგოროვა.
Shocked to hear about the plan to impeach President @Zourabichvili_S - as she sets to speak to EU leaders. She is firmly pro-European. Unfortunately moreso than certain governmental repre. If GD wants candidate status, they should be approving these talks, not fear their outcome.
— Markétka Gregorová 🦄 (@MarketkaG) September 1, 2023