უკრაინელი სამხედროების განცხადებით, სოფელი რობოტინო გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 2023-08-23 21:07:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო გათავისუფლეს, რომლისთვისაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.

„ისტორიული დღე! 47-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის სამხედროებმა უკრაინის დროშა აღმართეს სოფელ რობოტინოში - ერთ-ერთ ყველაზე რთულ მელიტოპოლის მიმართულებით“, - ნათქვამია ბრიგადის ტელეგრამ-არხზე.

სამხედროებმა ასევე გამოაქვეყნეს უკრაინის დროშა დანგრეული სკოლის შენობაზე.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ 47-ე ბრიგადის ჯარისკაცები სოფელ რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ.