უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, გამთენიისას მტრის კა-52 ტიპის ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 2023-08-17 11:27:00

უკრაინის შეიარღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოქლში კა-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. 17 აგვისტოს, დილით ეს უკვე მეორე ალიგატორია, რომელიც უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს.

ვერტმფრენი ზაპოროჟიეს ოლქში რობოტინოს რაიონში ადგილობრივი დროით  07:40 საათზე ჩამოაგდეს, მანამდე უკრაინელმა მეომრებმა კა-52 ტიპის კიდევ ერთი ვერტმფრენი დაახლოებით დილის 6 საათზე გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ცნობით, 47-ე ბრიგადის სამხედროებმა მტრის უკვე რვა კა-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აღნიშნული ვერტმფრენის ღირებულება 16 მილიონ დოლარს შეადგენს.