სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობდა

საქართველო, თბილისი - 2023-08-06 10:03:00

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში, მეოთხე დღეა, სამაშველო ღონისძიებას ატარებენ.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი.

უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.