თბილისის ზღვაში 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2023-07-18 14:21:00

თბილისის ზღვაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.