ნატო უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, უკრაინა კი ნატო-ს კიდევ უფრო გააძლიერებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 2023-07-11 20:37:00

ნატო უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, უკრაინა კი ნატო-ს კიდევ უფრო გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად ვილნიუსში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. 

„მე აქ ჩამოვედი რწმენით. პარტნიორების რწმენით, ნატო-ს მიმართ ძლიერი რწმენით, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე უკან არ იხევს.  ვისურვებდი, რომ ეს რწმენა გახდეს ნდობა - ნდობა იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ვიმსახურებთ, ჩვენ ყველა ვიმსახურებთ და რომელსაც ელოდება ჩვენი ყველა მეომარი, ყოველი მოქალაქე, ყოველი დედა, ყოველი ბავშვი და ნუთუ ეს დიდი სურვილია?“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეკრება უკრაინის ეროვნული ჰიმნით და შეძახილით: “დიდება უკრაინას“ დასრულდა.