განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ შეთანხმებული იყო შსს-სა და ალტ-ინფოს შორის - თბილისი პრაიდი

საქართველო, თბილისი - 2023-07-08 15:58:00

თბილისი პრაიდის განცხადებით დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ შეთანხმებული შსს-სა და ალტ-ინფოს შორის.

„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს თბილისი პრაიდი.

ძალადობრივი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე მიიჭრნენ, სადაც პრაიდფესტივალი უნდა გამართულიყო. ამის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს. მათი განცხადებით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა.