რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, პასუხისმგებლობის დრო მოვა - გიტანას ნაუსედა

საქართველო, თბილისი - 2023-01-15 11:47:00

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა , - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა, ყველგან სადაც მიდიან.

სისასტიკეებს, მასობრივ მკვლელობებს, თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე - როგორც დღეს დნიპროში - არასოდეს აპატიებენ და დაივიწყებენ. პასუხისმგებლობის დრო მოვა. უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.