LGBT ადამიანები საქართველოში კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას, შევიწროებასა და არიან ძალადობის მსხვერპლნი - Human Rights Watch-ი

საქართველო, თბილისი - 2023-01-12 13:55:00

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) ადამიანები საქართველოში კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას, შევიწროებასა და არიან ძალადობის მსხვერპლნი.