უკრაინა არ დანებდება და რუსეთის ულტიმატუმებს არ შეასრულებს - პოდოლიაკი ევროპას

საქართველო, თბილისი - 2022-12-19 16:07:00

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ევროპელ პარტნიორებს მიმართავს, რომ უკრაინა არ დანებდება და რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმებს არ შეასრულებს.

. მიკრობლოგ ტვირტერზე გამოქვეყნებულ მიმართვაში პოდოლიაკი წერს:

„ ევროპელ პარტნიორებს:

უკრაინა არ დანებდება და რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმებს არ შეასრულებს.

აუცილებელია გადაწყვიტოს რა არის უფრო მომგებიანი - დაუშვას ტრანსფორმატორების განადგურება თუ უზრუნველყოს მათი მოწოდება.

ომის დასრულება, შეიძლება, დაჩქარდეს მხოლოდ არტილერიის/ტანკების მარაგის გაზრდით. თუნდაც ცალმხრივად“.