ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს

საქართველო, თბილისი - 2022-10-25 17:08:00

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა - "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში".

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.