ეს ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანია არის ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური არარაობების კამპანია, ძალაუფლებისა და ფულის შესანარჩუნებლად, ქვეყნის მომავლის ღალატის ხარჯზე - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 2022-09-21 16:05:00

„კობახიძის ეს განცხადება არავისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი. ეს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული კამპანია არის ივანიშვილის პერსონალური და მისი ყველა პოლიტიკური არარაობის კამპანია საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ღალატის ხარჯზე“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ზოგჯერ ამას გააკეთებენ ვითომ გასული ოთხეულის პირით, ზოგჯერ კობახიძის, ზოგჯერ პრემიერმინისტრის, ზოგჯერ შეიძლება შეეცადონ, რომ ბუნდოვანება შექმნან, ვითომ ბოლომდე არ არიან ანტიდასავლურები ანუ ანტიქართულები და ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ყველა ამ განცხადებას უნდა მივცეთ მკაფიო შეფასება, ეს არის ივანიშვილის ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანია, რომელსაც ჩვენს მომავალს აყენებს უდიდესი საფრთხის წინაშე, მარტო შეიძლება დაგვტოვოს პუტინისა და ზოგადად რუსეთის საფრთხის წინაშე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.