ჩვენი ფულით ჩვენს მოსმენას, ფოტო-ვიდეო გადაღებასა და თვალთვალს ვაფინანსებთ - ბესიკ დონაძე

საქართველო, თბილისი - 2022-09-19 12:30:00

"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, ჩვენივე ფულით ჩვენს მოსმენას, ფოტო-ვიდეო გადაღებასა და  თვალთვალს ვაფინანსებთ.

„ჩვენ გვისმენს, ე.წ. "ოტოს" 398 თანამშრომელი, რომელთაც წლიურად      ხელფასის სახით  ვუხდით 9 900 000 ლარს . ჩვენს თვალთვალს, ფოტოსა და ვიდეო გადაღებას ემსახურაბა სუსის 3 421  თანამშრომელი, რომელთაც წლიურად ხელფასის სახით ვუხდით 84 931 000 ლარს.

სუსის თანამშრომლების გადამზადებაზე ზრუნავს 31 თანამშრომელი, რომელთაც წლიურად ხელფასის სახით ვუხდით 869 000 ლარს.

ჯამში სუსში არის 3 851 თანამშრომელი, რომელთა წლიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 95 700 000 ლარს",  - განაცხადა ბესიკ დონაძემ