უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 2022-09-10 15:32:00

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციასა და ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველ ნატალია პოპოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კუპიანსკი - უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!“ - ამბოს პოპოვა.

ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ „უკრაინსკა პრავდას“ კუპიანსკის გათავისუფლება დაუდასტურა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს 9 სექტემბრის მდგომარეობით უკვე გაათავისუფლეს 2 500 მვ.კმ ფართობის ტერიტორია.