ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.
"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ვიოლა ფონ კრამონს. ენა და ბრალდებები, რომელთაც კობახიძე იყენებს სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს ოცნების მცდელობებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის", - წერს კუბილიუსი ტვიტერზე.
GD leader Kobakhidze should immediately apologize to MEP @ViolavonCramon. The language & accusations which Kobakhidze uses are totally incompatable with European political culture & detriment to declarations about GD attempts to get EU candidate status.https://t.co/itjKezWZLx
— Andrius Kubilius (@KubiliusA) September 9, 2022
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვიოლა ფონ კრამონი არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან".
7 სექტემბერს ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღია.