უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებებს ეხმიანება.
"რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალი - შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. არავითარი სამხედრო ბაზა ტერორისტებისა. ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერში".
Демілітаризація Російської Федерації — невід’ємна частина забезпечення глобальної безпеки. Майбутнє півострова Крим — бути перлиною Чорного моря, національним парком з унікальною природою та світовим курортом. Не військовою базою для терористів. Все тільки починається.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 9, 2022
ცოტა ხნით ადრე, პოდოლიაკმა ტელეარხ "დოჟდის" ეთერში უარყო უკრაინის მონაწილეობა ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებებში.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზაზე აფეთქებების ხმა გაისმა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს არ არის უკრაინული მხრიდან თავდასხმა და აფეთქება ბაზაზე, იარაღის საწყობში მოხდა.
აფეთქებები ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბაზაზე, ქალაქ ნოვოფედოროვკის მახლობლად მოხდა.