ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 2022-07-26 18:12:00

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე.

"ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებაზე, რადგან ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება", - განაცხადა ლავროვმა უგანდის დედაქალაქ ენტებეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები გაყინულია უკრაინის ინიციატივით, რომელსაც "აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის რიგმა ქვეყანამ აუკრძალეს მოლაპარაკება".

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კონტინენტზე რუსეთის გავლენის გაზრდის მიზნით აფრიკულ ტურნე მართავს.