იტალიის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის გადადგომის განცხადება

საქართველო, თბილისი - 2022-07-14 22:29:00

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის განცხადება არ დააკმაყოფილა.

ცოტა ხნის წინ, მარიო დრაგი პრეზიდენტის რეზიდენციაში გადადგომის შესახებ განცხადების წარსადგენად მივიდა.

იტალიური ტელეარხის Rai-ს ცნობით, 20 ივლისს დაინიშნა პარლამენტის სხდომა, სადაც დეპუტატები კენჭს უყრიანი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ რამდენიმე საათის წინ განაცხადა.