უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
"რუსული რაკეტებისგან სიკვდილის მოლოდინში მოხალისეობრივად არავინ დგება რიგში. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი? - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
No one voluntarily queues for the death from 🇷🇺 missiles, @GharibashviliGe. 🇺🇦 pays a terrible price choosing to be a European democracy. 🇪🇺 pays a high price protecting its civilization. Values are more important than profit. What is important for you? Application queue number?
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) June 14, 2022