იენს სტოლტენბერგს Covid-19 დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2022-05-10 22:58:00

ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ალიანსის პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ "ტვიტერზე" ავრცელებს.

პრესსპიკერის განცხადებით, სტოლტენბერგს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და იგი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

"სტოლტენბერგი სრულად არის ვაქცინირებული და მიღებული აქვს ბუსტერ დოზა", - დასძინა ლუნგესკუმ.