მარიუპოლიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის დერეფნის გახსნა იგეგმება

საქართველო, თბილისი - 2022-04-20 11:43:00

მარიუპოლიდან დღეს მშვიდობიანი მოქალაქეების - ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფენი მარიუპოლი-მანგუში-ბერდიანსკი-ტომაკი-ორიხივი-ზაპოროჟიეს მარშრუტით.

ვერეშჩუკის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მარშრუტი შესაძლოა, შეიცვალოს. მან მოსახლეობას მოუწოდა თვალი ადევნოს ოფიციალურ ინფორმაციებს.

ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.