სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა. ამის შესახებ ვარჰეიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო", - წერს ვარჰეი.
President @vonderleyen handed over the questionnaire to #Ukraine yesterday and I will hand the questionnaire over to #Georgia & #Moldova on Monday. The answers will help @EU_Commission to prepare opinions on #EU applications of the three countries, as asked by #EUCO. pic.twitter.com/4fHwWcEIs5
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 9, 2022