საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან გავმართე. განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და ჩვენი ქვეყნის პროგრესი ამ გზაზე. ამ კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი მაქვს. ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ევროკავშირის როლზე რეგიონულ უსაფრთხოებაში," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
Glad to have started my tenure as🇬🇪's Foreign Minister by meeting🇪🇺 High Rep @JosepBorrellF. Discussed🇬🇪's 🇪🇺 integration agenda& its progress on this path.I count on🇪🇺's support in this context. Considered security environ in the region& focused on🇪🇺's role in regional stability pic.twitter.com/KTEWAw77d7
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 6, 2022