რუსეთის არმიამ უკრაინაში 18 600-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 2022-04-06 12:57:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 18 600-ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 684 ;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 861 ;

საარტილერიო სისტემა - 332;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 107;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 55;

თვითმფრინავი - 150;

ვერტმფრენი - 135;

საავტომობილო ტექნიკა - 1 324 ; 

გემი/კატერი - 7;

საწვავმზიდი - 76;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 96;

სპეციალური ტექნიკა - 25;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.