ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება კიევის ოლქში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებაში, რათა მოსკოვმა პასუხი აგოს. ამის შესახებ მიშელმა გათავისუფლებული ბუჩის შოკისმომგვრელი კადრების ნახვის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
"შოკირებული ვარ ფოტოებით, რომელიც მეხსიერებაში რჩება და რომელიც ადასტურებს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ სიმხეცეს გათავისუფლებული კიევის ოლქის რაიონებში", - წერს მიშელი და ტვიტს შემდეგი ნიშნით აღნიშნავს: #BuchaMassacre (ბუჩის ხოცვა-ჟლეტა).
Shocked by haunting images of atrocities committed by Russian army in Kyiv liberated region #BuchaMassacre
— Charles Michel (@eucopresident) April 3, 2022
EU is assisting #Ukraine & NGO’s in gathering of necessary evidence for pursuit in international courts.
Further EU sanctions & support are on their way.
Слава Україні!
მიშელი ამბობს, რომ ეს არის ომის დანაშაულების მტკიცებულება, რომელსაც სასამართლოში გამოიყენებენ.
"ევროკავშირი დაეხმარება უკრაინასა დ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა შეაგროვონ აუცილებელი მტკიცებულებები გამოძიებისათვის საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. იქნება ახალი სანქციები და ახალი მხარდაჭერა. დიდება უკრაინას!", - განაცხადა მიშელმა.