CNN: პუტინს სურს 9 მაისის აღლუმზე დონბასში გამარჯვება აღნიშნოს

საქართველო, თბილისი - 2022-04-03 12:57:00

რუსეთმა გადახედა სამხედრო სტრატეგიას უკრაინის მიმართ და აპირებს დონბასისა და აღმოსავლეთ რეგიონების დაკავებისთვის ძალების მობილიზებას. ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადეს.

CNN -ის წყაროს ინფორმაციით, კრემლს სჭირდება დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებზე 9 მაისისთვის კონტროლი დაამყაროს, რადგან მისთვის ამ დღეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

"პუტინს ამ დღეს სურს იზეიმოს თავის ომში რომელიმე გამარჯება მაინც", - განუცხადა წყარომ ტელეარხს.

"პუტინი 9 მაისის გამარჯვების აღლუმს გამართავს ომის სტატუსისა თუ სამშვიდობი მოლაპარაკებების მიუხედავად", - განუცხადა CNN-ს ასევე ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ემზადება ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ჩეჩნეთის სცენარით.