რუსეთის საოკუოპაციო არმიამ უკრაინაში 17 ათასამდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 2022-03-28 13:41:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 ათასს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

თვითმფრინავი - 123;

ვერტმფრენი - 127;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 54;

ტანკი - 586;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 694;

საარტილერიო სისტემა - 302;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 95;

საავტომობილო ტექნიკა - 1 150;

გემი/კატერი - 7;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 66;

სპეციალური ტექნიკა - 21 ერთეული;

საწვავმზიდი - 73.

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.