ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის - პესკოვი გაიდენის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 2022-03-26 22:41:00

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ეხმიანება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც მან ვარშავაში, ევროპული ტურნეს დასასრულს გააკეთა.

პესკოვის თქმით, [პუტინი დარჩება თუ არა ხელისუფლებაში] ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.

"ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. "ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი".

შეგახსენებთ, ვარშავაში ჯო ბაიდენმა პუტინთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში.