აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, - პენტაგონი ეხმიანება ვლადიმირ პუტინის განცხადებას ბირთვული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.
აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე ნატო-დან, ისევე როგორც უკრაინიდან.
თავდაცვის უწყების წარმომადგენელი პუტინის გადაწყვეტილებას ესკალაციად აფასებს, რადგან მას პოტენციურად მოქმედებაში მოჰყავს ძალები, რომელთა ნებისმიერმა გადაცდომამ შესაძლოა, ვითარება ბევრად სახიფათო გახადოს.
NEWS: Russian Strategic Forces Reportedly on High Alert as Fighting in Ukraine Intensifies. https://t.co/krePbR3I3f
— Department of Defense 🇺🇸 (@DeptofDefense) February 27, 2022
27 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების საგანგებო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.