სტოლტენბერგი ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას ემხრობა

საქართველო, თბილისი - 2022-02-09 22:42:00

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და უკრაინის ლიდერების ალიანსის მომდევნო [მადრიდის] სამიტზე მოწვევის იდეას. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Unian-ი ესპანურ გამოცემა La Vanguardia-ზე დაყრდნობით იტყობინება.

"დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა პარტნიორებთან შეხვედრებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ფორმატი. მოუთმენლად ველოდები სამიტს", - განაცხადა სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად კარგი იდეაა უკრაინისა და საქართველოს ლიდერების სამიტზე მიწვევა.

ნატო-ს სამიტი მადრიდში, 29-30 ივნისს გაიმართება.