მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილი მივიდა

საქართველო, თბილისი - 2021-12-27 12:14:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული.

ორი პრეზიდენტის საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება.

მარგველაშვილი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის ნებართვის პროცედურებს გადის.