ევროპარლამენტარ ანდიურ კუბილიუსის განცხადებით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დრო დადგა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დაშოშმინება იწვევს მხოლოდ პუტინის უფრო მეტ მუქარას და შანტაჟს. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ახლა ისევ. კვლავ დაემორჩილება დასავლეთი პუტინის მუქარას? ამ ქვეყნების მომავალი არ შეიძლება მსხვერპლად იქნეს შეწირული! უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის დროა!", - თქვა კუბილიუსმა.
Appeasement leads only to more Putin’s threats & blackmail. Georgia in 2008, Ukraine in 2014 & now again. Will the West succumb to Putin’s threats again? Future of those countries cannot be sacrificed! It’s time for real EuroAtlantic integration of Ukraine, Georgia and Moldova! pic.twitter.com/n3kfeuTs10
— Andrius Kubilius (@KubiliusA) December 14, 2021